პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მანანა კობახიძის შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და კოალიციის წარმომადგენელმა კახა კალაძემ საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხა, კვლავ პირად ანგარიშზე უნდა დააბრუნოს უკანონოა და აცხადებს, რომ აუდიტის სამსახური კანონის ჩარჩოებს გასცდა. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ადამაინებს პირადი ანგარიშის განკარგვის შესაძლებლობა და უფლება აქვთ, ისე რომ აუდიტის სამსახურს ანგარშები არ აბარონ.
„შესაბამისად, მათი მოთხოვნა აბსოლუტურად აბსურდულია. ყველამ კარგად ვიცით, რომ კალაძემ ეს თანხა საკუთარი წარმატებული სპორტული ცხოვრებიდან დააგროვა. იგივე ითქმის ივანიშვილზეც. ყველამ კარგად ვიცით, რომ ის მილიარდერია და ეს დამალული არ ყოფილა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური კანონის ჩარჩოებს გასცდა და ეს პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითია. რა ხარჯებს სწევს „ქართული ოცნება“ ეს არის გამჭვირვალეა და შესაბამისი ანგარიშები აუდიტის სამსახურს პერიოდულად წარედგინება, ხოლო თუ ამ ხარჯებს წევს ფიზიკური პირი, ამის კონტროლი აუდიტის სამსახურისთვის არავის დაუვალებია“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი, რასაც ხელისუფლება ახორციელებს ტოტალური კონტროლია და მას დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან საერთო არაფერი აქვს.