Harper's Bazaar- ის სექტემბრის ნომრის გარეკანზე 42 წლის მომღერალი გვენ სტეფანი დაიბეჭდება. ჯგუფმა, No Doubt, რომლის სოლისტიც გვენ სტეფანია, ორწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა, ამის პარალელურად მომღერალი აქტიურადაა ჩართული სამოდელო ბიზნესში. ის მუშაობას არ წყვეტს და უწინდებურად მშვენიერ ფორმაშია.
ფოტოგადაღებები უკვე დასრულებულია. მომღერალი სექტემბრის ნომერში საშემოდგომო ლუქებს წარმოგვიდგენს. დახვეწილი, ნაზი და ქალური სამოსი Alexis Mabille Couture-ს ახალი კოლექციიდანაა შერჩეული.
შეგახსენებთ, ჯგუფი No Doubt სცენას ახალი კომპოზიციებით დაუბრუნდა. ჯგუფი No Doubt კალიფორნიაში 1986 წელს ჩამოყალიბდა და 90-იანი წლებში საკმაოდ პოპულარული იყო. მათ ეკუთვნით ჰიტი Don’t speak, რომელსაც წილად არნახული წარმატება ხვდა. მოგვიანებით გვენ სტეფანიმ სოლო კარიერა წამოიწყო. ჯგუფს პირველი შემოქმედებითი პაუზა 2004-2008 წლებში ჰქონდა. ჯგუფში გვენ სტეფანის გარდა, შედიან ბას-გიტარისტი ტონი კენელი, დასარტყამი ინსტრუმენტები - ენდრიან იანგი და გიტარისტი ტომ დიუმონტი.