საბერძნეთის მედიასაშუალებებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, ათონის წმინდა მთის მახლობლად, ძლიერი ხანძრის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
საშიშროება ემუქრება ურანოპულისუს პატარა დასახლებასაც. ოჯახებს, სადაც მოხუცები და ბავშვები არიან, სასწრაფოდ უბრძანეს საცხოვრებელი ადგილების დატოვება.
სახანძრო სამსახურების განცხადებით, ათონის წმინდა მთის მონასტერს საშიშროება არ ემუქრება. ადგილზე უკვე მუშაობს 60-მდე მეხანძრე, ხუთი თვითმფრინავი და ორი ვეტმფრენი.