ქუთაისში „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
ლენტეხში – მირიან ლიპარტელიანი. მირიანი 37 წლისაა, იგი ლენტეხის მკვიდრია. პროფესიით ეკონომისტი. ბოლო პერიოდში იგი ადგილზე აქტიურად იყო ჩაბმული მცირე ბიზნესში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ამბროლაურში „ახალი მემარჯევენეების“ კანდიდატი იქნება რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოჩა დონაძე, პროფესიით აგრონომი.
ბაღდათის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად ბენო გეგეჭკორი დასახელდა. ბენო 28 წლისაა და „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ფრთის ერთ–ერთი გამოკვეთილი ლიდერია.