„ტიტანიკისა“ და „ავატარის“ რეჟისორი ჯეიმს კემერონი ჩინეთში 3D ტექნოლოგიების განვითარების ფონდს ხსნის, რომელიც ქვეყანაში 3D სატელევიზიო პროგრამების შექმნასა და პოპულარიზაციას გულისხმობს.
კემერონის კომპანიამ Cameron Pace Group, ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას ჩინურ კოორპორაცია Tianjin North Film Group-სა და Tianjin Hi-tech Holding Group-თან.
კომპანიების გარიგების ფინანსური მხარეები არ ხმაურდება, თუმცა კემერონის სიტყვებით ფონდს „უზარმაზარი“ ფული აქვს, რომელიც ჩინური მაუწყებლობების 3D ტექნოლოგიებზე გადაყვანას მოხმარდება. „ჩვენი მისია არ იქნება ჩინური კინემატოგრაფიის განვითარება, შესაბამისად ჩვენ 3D ფილმების გადაღებას დიდ დროს არ დავუთმობთ, ფონდს სხვა მისია აქვს, ჩვენ ვეხმარებით ჩინეთს, რაც შეიძლება მალე გადავიდეს 3D ტექნოლოგიებზე“-ამბობს რეჟისორი და აღიარებს, რომ მისი ჩინელი პარტნიორების ამბიცია დიდი ხანია მისსას გასცდა, მათ სურთ შექმნან 3D ტელეპროგრამები და საინფორმაციო გამოშვებები.
„ჩვენ მედია რევოლუციის მოხდენას ვაპირებთ. თუ იმის უნარი გვქონდა, რომ 3D ფილმები გადაგვეღო, რატომ არ უნდა ვცადოთ 3D ტელევიზიის შექმნა“-აცხადებს კემერონი ჟურნალისტებთან საუბარში.