ლიბიის გარდამავალმა ეროვნულმა საბჭომ ხელისუფლება პირველ კანონიერად არჩეულ პარლამენტს -ეროვნულ ასამბლეას გადასცა.
ტრიპოლში ამ ფაქტთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საბჭოს ხელმძღვანელმა მუსტაფა აბდელ ჯალილმაც მიიღო.
ეროვნული ძალების ალიანსმა, რომელსაც ეროვნული საბჭოს ყოფილი პრემიერი მაჰმუდ ჯაბრილი ხელმძღვანელობს, პარლამენტში 200 ადგილიდან 39 მიიღო, „ძმებმა მუსლიმებმა“ 17, ხოლო დანარჩენი ადგილები ერთმანდატიან ოლქებს ერგოთ.
პარლამენტის არჩევნები ლიბიაში ივლისში გაიმართა.