კოლუმბიის პოლიციამ ერთ-ერთი უდიდესი ნარკობარონი ერიკსონ ვარგასი, მეტსახელად სებასტიანი დააკავა.
ვარგასი ორგანიზაცია „ოფის ენვიგადოს“ ხელმძღვანელობდა. იგი საკუთარ რანჩოში დააკავეს. კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის ხუან კარლოს პინსონის განცხადებით, „ამ ორგანიზაციამ ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე სხვა ნებისმიერმა ორგანიზაციამ“. ამერიკამ უკვე მოითხოვა ვარგასისი ექსტრადაცია, კოლუმბიის ხელისუფლებამ კი მზადყოფნა გამოხატა ამ თხოვნის შესასრულებლად.
კოლუმბიის პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოსის განცხადებით, „ეს დანაშაულებრივი სამყაროსთვის დიდი დარტყმა იქნება“.
„სამმაგი ხტომა ამ დანაშაულებრივი ქსელის წინააღმდეგ და ოქროს მედალი პოლიციას სებასტიანის დაკავებისთვის“,-დაწერა სანტოსმა Twitter-ის ბლოგში.