„ახალი მემარჯვენეები“ დარჩენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას განაგრძობენ. დღეს, 9 აგვისტოს პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე ქუთაისის პარტიის ოფისში ამბროლაურის, ლენტეხის, ბაღდათისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.