11 აგვისტოს „თიანეთობა 2012“ გაიმართება

11 აგვისტოს „თიანეთობა 2012“ გაიმართება

11 აგვისტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით  დაბა თიანეთში სახალხო დღესასწაული „თიანეთობა 2012“ გაიმართება. სახალხო ზეიმი ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სპორტულ-გასართობი ღონისძიებებით დაიწყება, ქართული ჭიდაობისა და მკლავჭიდის შეჯიბრებები გაგრძელდება და დოღით დასრულდება. ღონისძიების მიზანია, რეგიონის  ტრადიციების აღდგენა-განვითარება,- ადგილობრივი ფოლკლორი, ხალხური პოეზია, ხალხური რეწვა, ხალხური სპორტული თამაშები, ტრადიციული სამზარეულო და საყოფაცხოვრებო საქმიანობა.

ჩატარდება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყობა სახალხო კონკურსი ლუდის სმაში, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო ჯილდოები. ბავშვებისათვის მოეწყობა საცირკო სანახაობები და საბავშვო მუსიკალური შოუ კონცერტები.