10-დან 13 აგვისტომდე საერთაშორისო საპროდიუსერო კომპანია „სქაი პრომოუშენის“ ორგანიზებით ანაკლიის ამფითეატრში პირველი საერთაშორისო საბავშვო მუსიკალური ფესტივალი „ოქროს ნიჟარა“ გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ შვიდი ქვეყნის ორ-ორი წარმომადგენელი. საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას უპირატესობა აქვს და კონკურსზე ის, 5 მონაწილეს წარადგენს. მონაწილეები 9-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან და ისინი საქართველოს ბელორუსიის, ყაზახეთის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინისა და რუსეთის ქვეყნებიდან ესტუმრებიან.
მონაწილეები 3 დღის განმავლობაში ნაციონალურ სიმღერას, მსოფლიო ჰიტს და საკუთარ სიმღერას შეასრულებენ. კონკურსის გამარჯვებულებს, ქულების მიხედვით 7 კაციანი ჟიური გამოავლენს. გრან-პრის მფლობელი პლატინის ნიჟარით დასაჩუქრდება. პირველი ადგილზე გასულ კონკურსანტს ოქროს ნიჟარა გადაეცემა, მეორე ადგილის მფლობელი ვერცხლის ნიჟარას მიიღებს, ხოლო მესამე ადგილზე გასული მონაწილე ბრინჯაოს ნიჟარით დაჯილდოვდება.
რაც შეეხება ჟიურის წევრებს, ფესტივალის მონაწილე ყველა ქვეყნიდან თითო წარმომადგენელი იქნება, საქართველოდან კი ჟიურის წევრი ანრი ჯოხაძე იქნება.
პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.