არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიერ, დღის წესრიგის დარღვევის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიერ, დღის წესრიგის დარღვევის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით,  №11 არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში ზოგიერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიერ დღის წესრიგის დარღვევის გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. აღნიშნულის შესახებ, სამინისტრო განცხადებას ავრცლებს. განცხადებას   from.ge ცვლელად გთავაზობთ.

„უკანასკნელ პერიოდში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფარგლებში №11 არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში გატარდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და სარეაბილიტაციო რეფორმები, რამაც აღნიშნულ დაწესებულებაში სრულფასოვნად დანერგა ევროპული სტანდარტები და მიდგომები, რაც აგრეთვე აღიარებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ზოგიერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ინსპირირებულ იქნა დადგენილი დღის წესრიგის უხეში დარღვევა, რამაც ნაწილი ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანება გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ,  წესრიგის აღდგენის მიზნით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 დისციპლინის უზრუნველყოფისა და შემდგომი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გადანაწილდნენ სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც მათთვის შექმნილია კანონმდებლობით გათვალისწინებული საცხოვრებელი პირობები. აღსანიშნავია, რომ არც ერთ მსჯავრდებულს არ მიუღია ჯანმრთელობის დაზიანება. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულებისთანავე ხელმისაწვდომი იქნება დამატებითი ინფორმაცია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.