ჩინეთის ხელისუფლებას ორი მილიონის ადამიანის ევაკუირება მოუხდა მას შემდეგ, რაც ქვეყანას ქარიშხალი „ჰაიკუეი“ დაატყდა თავს.
ყველაზე მეტად ჩჟეცზიანის პროვინცია დაზარალდა, მილიონ ნახევარი ადამიანი სწორედ ამ პროვინციიდან გაიყვანეს, ელექტორენერგიის გარეშე კი 400 000 საცხოვრებელი სახლი დარჩა.
შანხაიში 500-მდე რეისია გადადებული, შეჩერებულია მოძრაობა სარკინიგზო მაგისტრალზე და ავტომაგისტრალებზეც.