რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან ომის დროს ორი რუსი მფრინავის დაღუპვის ფაქტების ხელახალ გამოძიებას ითხოვს.
რუსეთის სამხედრო ტყვეებისა და დაკარგულების უწყებათაშორისი კომისიის განცხადებით, ეს მფრინავები ბომბდამშენ Ту-22М3 -ის მეთაური პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე კოვენცოვი და საკონტრაქტო სამსახურის სერჟანტი ალქსეი ლეჯიევი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებიან. სერჟანტ ლეჯიევის დაღუპვის გარემოებები დღემდე უცნობია.
აგვისტოში შედგება რუსეთ- საქართევლო-სამხრეთ ოსეთის შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო ფორმატით, სადაც რუსეთის მხარე ამ საკითხის დასმას აპირებს.