რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი რუსეთის დელეგაციასთან ერთად, სამხრეთ ოსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის ოთხი წლისთავის აღსანიშნავად ეწვია.
ცხინვალში ომში დაღუპულებს პატივს მიაგებენ.
რუსეთის დელეგაციაში რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და პრეზიდენტის თანაშემწე ტატიანა გოლიკოვაც შედიან.
ამჟამად დიმიტრი მედვედევისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა მიმდინარეობს.