დავით გამყრელიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მსგავსი ჩვენს ქვეყანაში აღარასოდეს განმეორდეს

დავით გამყრელიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მსგავსი ჩვენს ქვეყანაში აღარასოდეს განმეორდეს

 „ახალი მემარჯვენეების“  ლიდერებმა  დავით გამყრელიძემ, ფიქრია ჩიხრაძემ და მამუკა კაციტაძემ,  ასევე  გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო ბორცვაძემ და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

პარტიის ლიდერები იმ ადგილას მივიდნენ, სადაც 4 წლის წინ რუსულმა ავიაციამ საცხოვრებელი სახლები დაბომბა.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელსაც მხვერპლი მოყვა არა მარტო სამხედროებში არამედ,  მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. ეს მოვლენა ძალიან ცხადად უნდა გვახსოვდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთ მოვლენებს ადგილი არ ექნება, თუ რუსეთი, ან ნებისმიერი მტრული სახელმწიფო,  ვერ იპოვის დასაყრდენს ქვეყნის შიგნით საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში“, - განაცხადა  გამყრელიძემ.