რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2008 წლის აგვისტოს შესახებ ისაუბრა და ახალი დეტალებიც გაიხსენა.
„სამხედრო მოქმედებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა-იქ ისვრიან და ადამიანები კვდებიან. სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებ, ათჯერ უნდა მოიფიქრო“,-განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის იური ბალუევსკის განცხადების შემდეგ, რუსეთის ხელმძღვანელობა სამი დღე ფიქრობდა.
იური ბალუევსკიმ დოკუმენტალურ ფილმში „ომის დაკარგული დღე“, განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება გაურკვევლობაში იყო, სანამ ისინი პუტინმა არ გამოაფხიზლა და ომის დაწყების ბრძანება არ გასცა.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე: სამხედრო ქმედებეზე გადაწყვეტილების მიღება-ეს ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, ამიტომ კარგად უნდა მოვიფიქროთ. ყოველთვის უნდა იფიქრო“,-აღნიშნა პუტინმა.