„ქრისტიან დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილი რუსეთ - საქართველოს ომის მეოთხე წლისთავის შეფასებისას აცხადებს, რომ ამ ომმა საქართველო ყოველმხრივ ძალიან რთულ პოზიციაში ჩააყენა.
„ეს იყო ძალიან მძიმე შედეგების მქონე საბრძოლო მოქმედებები. საქართველომ თავის ტერიტორიების 20 % დაკარგა. ომის შედეგად, ყოველმხრივ ძალიან რთულ პოზიციაში ჩავდექით“, - განაცხადა ლალიაშვილმა.