პარლამენტის ვიცე–სპიკერის გიგი წერეთელის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.
from.ge–სთან საუბარში გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ თითქმის ყველა რაიონში მაჟორიტარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, რამდენიმე რაიონია დარჩენილი, სადაც მაჟორიტარის დასახელება მოგვიანებით მოხდება.
წერეთელი არ აკონკრეტებს თუ რომელ რაიონებში არ არის მაჟორიტარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა ამბობს, რომ მათ შორის თბილისის ერთი-ორ რაიონში საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ჩვენგარკვეული გრაფიკი გვაქვს, მაჟორიტარების წარდგენა დასრულდება, შემდეგ კი სია ჩამოყალიბდება და საზოგადოებას წარედგინება. აგვისტოს მეორე ნახევრიდან უფრო აქტიურ ფაზაში შევა საარჩევნო კამპანია“, -აღნიშნა გიგი წერეთელმა.