„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ სააკაშვილმა დრო იხელთა და მთელი დღე ოპოზიციის ლანძღვით არის დაკავებული.
from.ge–სთან საუბარში ბაღათურიამ განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ მორატორიუმი გამოაცხადა და 2 დღის განმავლობაში პოლიტიკური აქტიურობის შეწყვეტისკენ მოუწოდა პარტიებს, თუმცა, ეს მოლაპარაკება თავად მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია.
„ ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ამ მოწოდებას არ შევუერდით, რადგან ეს ქვეყნის ტრაგედიაზე სპეკულაციად შევაფასეთ. . საკაშვილი ამ სპეკულაციას არ დასჯერდა და რადგან ნახა, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ აქტიურობას არ იჩენს, ორი დღეა ჩვენი ლანძღვით არის დაკავებული. დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ სააკაშვილი ხელმოცარული, გაკოტრებული პოლიტიკოსია“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.