ევროპა სიცხისგან იწვის

ევროპა სიცხისგან იწვის

ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ძალიან  მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. მორიგმა აფრიკულმა ანტიციკლონმა ცხელი ჰაერის მასები შეიტანა სამხრეთ ევროპის ტერიტორიაზე.

Euronews-ის ინფორმაციით, ეს კვირა ყველაზე ცხელი იქნება ევროპაში. მთელ რიგ რეგიონებში სიცხე 40 გრადუსს გადააჭარბებს. იტალიასა და საბერძნეთში ტურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებელები თავს შადრევნებს აფარებენ. „კიდევ კარგი, იტალიაში ბევრი შადრევანია და ეს გვშველის. ჩვენ რამდენიმე დღით ვარ ჩამოსული და სახლში ვერ დავჯდებით“,-აცხადებს სააგენტოსთან ერთ-ერთი ტურისტი.

ხელისუფლებამ საბერძნეთში მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უკიდურესი საჭიროების შემთხევევის გარდა, სახლიდან არ გამოვიდნენ.

„სტაფილოსფერი კოდია“ დაფიქსირებული რუმინეთში, ხორვატიასა და სერბიაში, რაც ამ ქვეყნებისთვის უჩვეულოა.  ხორვატიაში უკვე მესამე თევა წვიმა არ ყოფილა. გვალვა მოსავალზეც მოქმედებს, ქვეყანაში კი წყლის ნაკლებობა შეინიშნება.