ევროკავშირის ჯგუფის ლიდერი ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, საბერძნეთი ინარჩუნებს ევროკავშირიდან გასვლის შესაძლებლობას.
„თუ საბერძნეთი გადაწყვეტს ზონიდან გასვლას, ეს შემოდგომაზე ადრე არ მოხდება“,-განაცხადა იუნკერმა გერმანულ ტელევიზიასთან საუბრისას.
თუმცა, ევროჯგუფის ლიდერის აზრით, ქვეყნისთვის ევროკავშირის დატოვება ძალიან არასასიამოვნო იქნება და ეს მთელ გართულებებსაც გამოიწვევს. „თუმცა, დრო, როცა ევროკავშირის ლიდერები კავშირიდან რომელიმე წევრის გასვლის წინააღმდეგი იყვნენ , დამთავრდა“,-აღნიშნა იუნკერმა.