საქართველო - რუსეთის ომის მეოთხე წილისთავს ფოთში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ

საქართველო - რუსეთის ომის მეოთხე წილისთავს ფოთში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ

საქართველო-რუსეთის ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით,  ფოთში მთავარი ღონისძიება ფოთის ცენტრში, ომში დაღუპულთა ობელისკთან დაიწყება, სადაც დაღუპულთა ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების, ფოთის პორტისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

დაღუპულთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგების შემდეგ,  სამგლოვიარო მიტინგი გაიმართება,რომელზეც დაღუპულებს გაიხსენებენ.

საგამოფენო დარბაზში მოეწყობა ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული. 10 აგვისტოდან კი, გიორგი ჩიტაიას სახელობის მუზეუმში, გაიხსნება ექსპოზიცია, რომელიც დღემდე უცნობ ფოტომასალას შეიცავს და დაღუპულთა ოჯახებში იყო დაცული.

ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია ომში დაღუპულთა ობელისკს გვირგვინით შეამკობენ.

2008 წლის 8 აგვისტოს რუსულმა ბომბდამშენებმა ფოთის პორტი დაბომბეს, რასაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. საომარი მოქმედებებისას ფოთში 12 ადამიანი დაიღუპა და 87 დაიჭრა. ფოთის ოკუპაცია 33 დღე გაგრძელდა.