ხატის გატანის ხელის შესაშლელად ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და ადვოკატი ნათია სირაძე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კართან დაწვნენ. ხელისუფლებამ კი უკან დაიხია და ხატები უკან დააბრუნა.
როგორც მუზეუმის კოორდინატორებმა გია მარსაგიშვილმა და ელენე კავლელიშვილმა განაცხადეს, პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით მუზეუმიდან ზარზმის ღვთისმშობლის ხატს აღარ გაიტანენ.
თავდაპირველად იგეგმებოდა აწყურის და ზარზმის სახელობის ღვთისმშობლის ხატების გატანა რაბათის ციხეში, რასაც მოქალაქეების ჯგუფისა და თანამშრომლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. როგოც ისინი აცხადებდნენ, ხატები დაზიანებულია და გადატანა არ შეიძლებოდა.
მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომლის ნაირა ჯაფარიძის განცხადებით, მუზეუმიდან აწყურის და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების გატანას ხელი არც ერთმა თანამშრომელმა არ მოაწერა და პასუხისმგებლობა თავის თავზე მუზეუმის დეირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ აიღო.
როგორც ელენე კავლელიშვილმა აღნიშნა, ხატები ვიტრინაში დაბრუნდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი შეჩერებეულია.