თურქეთის ოპოზიციურმა ეროვნულმა პარტიამ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ახსნა-განმარტება მოითხოვა ამერიკის პრეზიდენტის სურათზე. მედიაში გავრცელდა სურათები, სადაც ობამას ერდოღანთან საუბრისას ბეისბოლის ჯოხი უჭირავს ხელში.
„ეს ფოტო აშკარა დასტურია იმის, თუ როგორ იღებს თურქეთის პრემიერი ობამასგან ბრძანებებს. ჩვენ მოვითხოვთ პრემიერმინისტრისგან გაგვცეს პასუხი, რა მოქმედებების განხორციელებას აპირებს ის ამ სურათთან დაკავშირებით, ნახა თუ არა მან ეს ფოტო და რა პასუხის გაცემას აპირებს ის ბარაკ ობამასთვის“,-აცხადებენ თურქი ოპოზციონერები.
გავრცელდა ფოტო, სადაც ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას თურქეთის პრემიერთან სატელეფონო საუბრისას ბეისბოლის ჯოხი უჭირავს ხელში.