შინაგან საქმეთა სამინისტრო ბეშუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ხულოს რაიონ კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაულ „შუამთობა 2012“-ის აღსანიშნავად შეკრებილი იყო ადგილობრივი მოსახლეობა. ტერიტორიაზე მისულ ცალკეულ ჯგუფსა და მოსახლეობას შორის კონფლიქტის აცილების მიზნით, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა და მათი ერთმანეთისგან დისტანცირება მოახდინა.
„საქართველოს პოლიცია დაიცავს ყველა ჯგუფის, მათ შორის ყველაზე აგრესიული ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ყველა საშუალებას და არ დაუშვებს, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს დაპირისპირებასა და შეტაკებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.