საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიით მყოფი არასამთავრობო ორგანიზაცია ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტი“, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში გრძელვადიან საარჩევნო დაკვირვებას აწარმოებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ამ საუკუნეში ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ნატოს წევრობა ამ არჩევნებზეა დამოკიდებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს.
„პრეზიდენტმა მოგვიწვია ჩვენ და სხვა დამკვირვებლები არჩევნებზე დასაკვირვებლად არამხოლოდ არჩევნების დღეს. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარებისთვის. მაგრამ ბოლო ხანებში შეშფოთებას იწვევს საქართველოს მომავალი ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსარისით. როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, არ უნდა არსებობდეს ეჭვები დემოკრატიულობის შესახებ, განსაკუთრებით თუ თქვენ გინდათ გქონდეთ ეკონომიკური კეთილდღეობა, უსაფრთხოება და განვითარებული ქვეყნის პრესტიჟი, რომელიც მოყვება ნატოს წევრობას“, - განაცხადა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან მეფორდმა.
კომიტეტის განცხადებით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან სულ რამოდენიმე ატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, სადაც ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მათი სახელმწიფო ქცევის ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს.
„ღია დემოკრატიის კომიტეტის“ საბჭოს წევრ ბრუს ბარსელოს თქმით, გარდა ამ მიღწევისა ამ ქვეყნებს კიდევ აქვთ ერთი საერთო –ნატოს წევრობა.
„შემთხვევითი არ არის, რომ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებმა, რომელთაც მიაღწიეს და შეინარჩუნეს დემოკრატია, ასევე, მოიპოვეს უსაფრთხოება და ნატოს წევრობის ავტორიტეტი. თუ გავითვალისწინებთ ბოლოდროინდელ მოვლენებს, ქართველი ხალხი და მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რადგან ნატო არამხოლოდ უსმენს, არამედ თვალყურს ადევნებს საქართველოს და მის ლიდერებს. ქვეყანა ან განვითარდება დემოკრატიულად ან არა. გამოკითხვები და მოსაზრებები აჩვენებენ, რომ ქვეყანას ძალიან სურს ნატოს წევრობა, მაგრამ ამის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს. ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ამ არჩევნებს ლაკმუსის ტესტი უწოდა, ამის შესახებ მან სენატის წინაშე განაცხადა. მოგვიანებით ჯეიმს აპატურაიმ, ნატოს წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში, არჩევნებს უწოდა მნიშვნელოვანი ტესტი. ამის შესახებ ჟურნალისტებს მან თბილისში განუცხადა. ეს არის მკაცრი ენა დიპლომატიურ სამყაროში“, - განაცხადა ბარსელომ.
„ამერიკის ელჩი და ნატო არ ხუმრობენ, რომ ეს არჩევნები არის გადამწყვეტი ტესტი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, ნატო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს სისასტიკეს და კორუფციულ საარჩევნო ქმედებებს. იმიტომ, რომ ასეთი ქვეყნები სახიფათო მოკავშირეები არიან. ნატოს წევრობა, ოკუპაციის პრობლემის მოგვარება, ეკონომიკური კეთილდღეობა – ეს ყველაფერი რისკის ქვეშ დგება ამ არჩევნების დროს, ეს არჩევნები შესაძლოა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ამ საუკუნეში, შედეგების თვალსაზრისით. ჩვენ გვინდა დავინახოთ ქვეყნის კეთილდღეობა, მაგრამ ჩვენ ვართ მიუკერძოებლები. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე“, - დასძინა მეფორდმა.