პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ბეშუმში შუამთობაზე მივიდა. მანამდე ივანიშვილი ბეშუმში მოსახლეობას შეხვდა და მათ გაესაუბრა. ადგილზე მისულ „ქართული ოცნების“ ლიდერს პოლიციის თანამშრომლებმა სთხოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებაზე არ მისულიყვნენ, რათა დაპირისპირება თავიდან აერიდებინა.
შეკრებაზე მისულმა ბიძინა ივანიშვილმა ხელვაჩაურის გამგებლის თხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქუდიც დაიხურა.
„ჩვენ ამოვედით დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად. გავიარეთ სოფელში, შევხვდით მოსახლეობას. ამის შემდეგ, სადაც ტრადიციულად მოსახლეობის თავშეყრის ადგილია, იქ ვაპირებდით მისვლას და ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ღამის ორი საათიდან ხალხი, ზონდერები ავტობუსებით მოჰყავდათ გამართლდა. აქ აჭარლები არ ყოფილან. ხალხმა წინააღმდეგობა გაგვიწია, რამდენჯერმე ვეცადეთ შემოვლითი გზით მოვსულიყავით, თუმცა ისინი ჩვენი მისამართით მოძრაობდნენ და გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევდნენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.