აჯანყებულები ალეპოს თითქმის აკონტროლებენ

აჯანყებულები ალეპოს თითქმის აკონტროლებენ

„ალ-არაბიას“ ინფორმაციით, აჯანყებულები ალეპოს დიდ ნაწილს აკონტროლებენ. ბრძოლები ქალაქის ცენტრსა და მის შემოგარენში ისევ გრძელდება. განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლები მიდის იმ  ცენტრალური მაგისტრალის დასაკავებლად, რომელიც ქალაქს დამასკოსა და სხვა ქალაქებთან აკავშირებს. ასადის ჯარი პერმანენტულად ცდილობს შეტევების განხორციელებას, რომ აჯანყებულებისთვის მისი „წართმევა“ შეძლოს, თუმცა უშედეგოდ.

აჯანყებულთა პოლკოვნიკის აბდელ-ჯაბარ ალ-ოკაიდის განცხადებით, ასადის არმიაში ირანელი დაქირავებულები იბრძვიან.