პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები „თავისუფალი დემოკრატების" წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს აწარმოებენ. დღეს სამგორის მოსახლეობას კოალიციის წევრი „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე შეხვდა. სამგორის მოსახლეობისგან აბაშიძემ მათი პრობლემების შესახებ მოისმინდა და მათ მოგვარებას დაჰპირდა.
დღესვე, თემქის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თეა წულუკიანმა გამართა. წულუკიანი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და მათ კოალიციის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა.
ასევე ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეხვედრები კოალიციის და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ვიქტორ დოლიძემ გამართა.