ქართველი ლიბერალები მოახლოებული არჩევნების წინ დაშინების თაობაზე განგაშს ტეხენ საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ დაადასტურა ის ფაქტები, რაც ორგანიზაცია „Amnesty International „-ის ბოლო მოხსენებაშია მოცემული.
„ადამიანის უფლებების დაცვის“ ცნობილმა ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის მუდმივი დაშინების ფაქტის შესახებ, რომელსაც ადგილი აქვს ოქტომბრის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. რესპუბლიკური პარტიის საერთაშორისო მდივნმა თინათინ ხიდაშელმა, რომლის პარტიაც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია, ქვეყნაში არსებულ ვითარებას „ძალიან დრამატული“ უწოდა.
„ჩვენ დარწმუნებულნი არ ვართ, რომ ხელისუფლება ისწრაფვის (ან მუშაობს) მშვიდობიანი არჩევნების ჩასატარებლად (ან უზრუნველყოფისათვის)“,-განაცხადა ხიდაშლმა.
„Liberal Internacional“-ის ბიუროს წევრმა რობერტ ბროუნმა საქართველოში ა/წ მაისში ვიზიტისას განაცხადა: „როდესაც ჩვენ ვსტუმრობდოთ საქართველოს, შევხვდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მზად იყვნენ საუბრისათვის და ევროპული სტანდარტებით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შეესრულებინათ თავიანთი ვალდებულებები. მათი სიტყვები და ქმედებები განისჯება თუ როგორ შეასრულებენ და რამდენად სწრაფი რეაგირება ექნებათ საგანგაშო საერთაშორისო ანგარიშებზე. მე ვიწვევ „Liberal Internacional“-ის წევრებს გავლენა მოახდინონ აღნიშნულ პროცესზე და დაეხმარონ საქართველოს მოსახლეობას მიაღწიონ დასახულ მიზანს“.
რობერტ ბროუნი საქართველოს მიმდინარე წლის მაისში, „Liberal Internacional“-ის დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა.