მიხეილ სააკაშვილი ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე იმყოფება

მიხელ სააკაშვილი ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე იმყოფება. პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ აჭარა დღეს წელში გამართულია. 8 წლის წინ კი,  იგი ხელისუფლებამ შეურაცხყოფილი, სიღატაკეში და ჩაგვრის ქვეშ მყოფი ჩაიბარა.

„დღევანდელი აჭარა, არა მხოლოდ საქართველოს, არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ ევროპელების, ამერიკელების, კეთილი შურის, აღტაცების, მიბაძვის მხარეა. ყველამ ერთად უნდა ვიამაყოთ იმით, რომ შევქმენით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რეგიონი“, - განაცხადა  სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმითვე, ხელისუფლებამ გოდერძის უღელტეხილისა და ადიგენის შემაერთებელი გზის მშენებლობა დაიწყო. ასევე მან აღნიშნა, რომ  ბეშუმთან ახლოს, დანისპარაულში,  რამდენიმე დღის წინ ყველაზე მასშტაბური სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაიწყო.

მისივე თქმით, საქართველოს ახალი სათხილამურო კურორტი ექნება, მოწესრიგებული გზები და ახალი სასტუმროები ექნება.