ვარშავა მადრიდისგან მე-16 საუკუნის კრედიტს ითხოვს

ვარშავა მადრიდისგან მე-16 საუკუნის კრედიტს ითხოვს

BBC-ის ინფორმაციით, ვარშავამ შესაძლოა მადრიდისგან 400 წლის წინანდელი ვალი მოითხოვოს. 16-ე საუკუნეში პოლონეთის დედოფალმა ბონა სფორცამ ესპანეთის მეფე ფილიპ მე-2-ს 430 000 ოქროს დუკატი ასესხა. მეფე ფილიპს ეს თანხა ნეაპოლიტანის სამეფოსთან ომისთვის სჭირდებოდა.

კანონპროექტს პარლამენტში პოლონელი დეპუტატი მარეკ პოზნანსკი შეიტანს. პოზნანსკის გამოთვლებით, ერთი დუკატი 3,5გრამ ოქროს შეიცავდა, ამდენად თუ დღევანდელ თანხაზე გადვიყვანთ ესპანელების ვალი 57, 4 მილიონ ევროს შეადგენს.  

„მესმის, რომ ჩემი მოთხოვნა, შესაძლებელია უცნაურად მოგეჩვენოთ. თუმცა, მინდოდა რომ დღევანდელ პოლიტიკოსებს განესაზღვრათ, რა შეიძლება მოჰყვეს წარსულში განხორციელებუილ ქმედებებს“,-აცხადებს პოზნანსკი.