სამტრედიაში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ოფისი გაიხსნა. „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, პრეზენტაციას პარტიის ლიდერი კახა კუკავა, იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები და პარტიის აქტივისტები ესწრებოდნენ. მათ ადგილობრივებს პარტიის გაზეთის ახალი ნომერი და საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს.
პარტიის სამტრედიის ოფისი თამარ მეფის #10-ში განთავსდა. „თავისუფალ საქართველოს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 48 რაიონული ოფისი აქვს.