BBC-ის ინფორმაციით, დიდი აფეთქება მოხდა სირიის დედაქალაქ დამასკოში. ზუსტი ინფორმაცია აფეთქების ან დაშავებულების შესახებ, ჯერჯერობით არ ვრცელდება.
სააგენტოს ინფორმაციით, დიდი ბრძოლებია ისევ ქალაქ ალეპოში. არაბული სააგენტოების ინფორემაციით, მსხვერპლი როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს არის.
გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სირიაში უმოქმედობის გამო უშიშროების საბჭო გააკრიტიკა და მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელიც სირიის ხლისუფლების გადადგომას და კოალიციისთვის მართვის უფლების გადაცემას მოითხოვს. მართალია, გაეროს დოკუმენტს იურიდიული უფლებამოსილება არ გააჩნია, თუმცა მსოფლიოს ლიდერები მას ანგარიშს უწევევნ.
სირიის შესახებ რეზოლუციის ავტორი საუდიის არაბეთი გახლდათ.