კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი მურმან დუმბაძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს და საქართველოს მოსახლეობის ნაწილს ატყუებს, რადგან შუამთის დღესასწაულზე არა „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, არამედ აჭარის საჯარო მოხელეები და დაქირავებული ხალხია აყვანილი.
„რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ იგი „შუამთის“ ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრებოდა, რომელიც აგვისტოს პირველ კვირაში იმართება ხოლმე. სააკაშვილს როგორც ჩანს, საღერღელი აეშალა და წუხელ „ნაცმოძრაობამ“ მობილიზება გაუკეთა დაახლოებით 200-ზე მეტ სამარშრუტო ტაქსს და უამრავი ადამიანი მანქანებით ამოიყვანა, მოგეხსენებათ, ბეშუმი გოდერძის უღელტეხილის მხარეს არის. საკრებულოებიდან, მერიიდან, სამინისტროებიდან უმარავ ადამიანს ვხედავ აქ, ერთი სიტყვით მთელი სახელისუფლო რესურსი აქ არის თავმოყრილი. წითელმაისურებში გადაცმული აჭარის საჯარო მოხელეები აქ არიან.შეიძლება საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას მოატყუოს, მაგრამ აჭარის მოსახლეობას ვერ მოატყუებს, რომ ესენი მათი მხარდამჭერები კი არა , საჯარო მოხელეები არიან.
შესაძლებელია „ნაცმოძრაობამ“ რაღაც ინციდენტის მოწყობა სცადოს, მაგრამ სერიოზულ რამეს აშკარად გამოვრიცხავ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი თითოეულ ადამიანთან მივა და პირდად გაესაუბრება. „შუამთობაც“ ისე ჩაეშლებათ „ნაცმოძრობას“, როგორც „კვირიკობა“ ჩაეშალათ.
ხვალ აჭარაში „ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან შეხვედრას და საპროგრამო დოკუმენტის წარდგენას გეგმავს. ქუჩა-ქუჩა დავდივარ, მოსახლეობას ვხვდები, ვესაუბრები და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს სურვილს იქ მოსასვლელად. ასეთი დიდი აქცია და ამდენი ადამიანი, ბათუმში არასოდეს შეკრებილა.“,-აცხადებს დუმბაძე.