საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, განაცხადი შეიტანა.
“ჩვენ ვაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას სააკაშვილი-ივანიშვილის ოლიგარქიული მძარცველობითი კლანის წინააღმდეგ, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ქვეყნის სიმდიდრე, მოახდინეს ქონებისა და ძალაუფლების მონოპოლიზება და გაარატაკეს ხალხი. ჩვენი მთავრი დევიზი იქნება: “მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ”, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ.
მისივე თქმით, პარტია მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.