ბრიტანული ჟურნალი Sight&Sound ათ წელიწაში ერთხელ მსოფლიოს საუკეთესო ათი კონოშედევრის სიას აქვეყნებს. 846-მა ექსპერტმა თავისი ვერდიქტი გამოიტანა. წელს პირველი ადგილი ალფრედ ჰიჩკოკის ფილმს „თავბრუსხვევას“ ერგო.
მთავარ როლს ფილმში ჯეიმს სტიუარტი და კიმ ნოვაკი ასრულებენ. მეორე ადგილი ორსონ უელსის ლეგენდარულმა ფილმმა „მოქალაქე კეინმა“ დაიკავა, რომელიც ათი წლის წინ Sight&Sound -ის შედევრების სიას ედგა სათავეში. მესამე ადგილი იაპონელი რეჟისორის იასუძირო ოძუს ფილმს „ტოკიოს ისტორიას“ ერგო.
ათეულში ჟან რენუარის ფილმი „თამაშის წესები“, ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუს მუნჯი ფილმი „მზის ამოსვლა“, სტენლი კუბტიკის „2001 წელი: ქიმიური ოდისეა“ და ჯონ ფორდის „მძებნელებიც“შევიდა.