ამერიკის Facebook-ის კომპანიის განცხადებით, სოციალურ ქსელში 83 მილიონი ყალბი პროფილი და მილიონობით გვერდია, რომელსაც კომპანია მიუღებლად თვლის. ეს ინფორმაცია კომპანიის მიერ საფინანსო რეგულატორებისთვის მომზადებულ განაცხადშია შესული.
კომპანიის ინფორმაციით, სოციალური ქსელის მომხმარებელთა 8,7 %- არარეალურია. მომხმარებელთა 2,4% -ი კი სოციალური ქსელის გვერდებს თავისი ბიზნესისთვის იყენებს, ხოლო 14 მილიონი არასასურველი პროფილი სწორედ აკაუნტებზე მოდის, რომლებიც Facebook-ის პირობებს არღვევენ.