მოსკოვში ტრიუმფალურ მოედანზე გამართული ოპოზიიის საპროტესტო მიტინგის „სტრატეგია-31“-ის დროს რუსეთის პრეზიდენტის სურათები დაწვეს.
ოპოზიციონერები ალექსეი ნიკიტინი და გენადი სტროგანოვი პოლიციელების დაუმორჩილებლობის მუხლით გაასამართლეს და 10 და 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამ ინფორმაციას მოძრაობა „სხვა რუსეთის“ საიტი ავრცელებს. ნიკიტინთან და სტროგანოვთან ერთად, „სხვა რუსეთის“ ლიდერი და ათამდე ოპოზიციონერი აქტივისტი დააპატიმრეს.
საიტის ინფორმაციით, დაკავებულები სინამდვილეში პუტინის სურათების მდაწვისტვის დააკავეს, ბრალად კი პოლიციელტა დაუმორჩილებლობა წაუყენეს.
31 ივლისს მოსკოვში რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლის-სიტყვის ტავისუფლების დასაცავად საპროტესტო აქცია „სტრატეგია-31“გაიმართა.