საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების მეთაურთა მე-16 სამიტის ჩატარებას აპირებენ, მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, სწორედ ამიტომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი ორდინარული პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის, უვიზო რეჟიმი, 5 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, დროებით შეჩერდება.
სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს. 2012 წლის 1 სექტემბრიდან, კვლავ ამოქმედდება "საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ" შეთანხმებით გათვალისწინებული რეჟიმი.
ირანსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი 2011 წლის 26 იანვრიდან მოქმედებს.