ექსცნეტრული ავსტრალიელი მილიარდელი კლაივ პალმერი ნამდვილი იურული პერიოდის პარკის შექმნას აპირებს. ამ პარკში კი ნამდვილი დინოზავრები ისეირნებენ, მხოლოდ კლონირებული.
The Sunshine Coast Daily-ის ინფორმაციით, იურული პარკი მისი კურორტის ბრისბენას ახლოს გაიხსნება. იგი დინოზავრების კლონირებას ძველი ქვეწარმავლების დნმ-ის საშუალებით აპირებს. გამოცემის ინფორმაციით, ექსცენტრული პალმერი ამ “ოცნების“ განსახორციელებლად იმ მეცნიერების დაქირავებას აპირებს, რომლებმაც 1990-იან წლებში ცხვრის-დოლის კლონი შექმნეს.