ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ერთდროულად თავს ორი ქარიშხალი დაატყდა. „საოლამ“ კონტინენტის შიგნით დაიწყო გადანაცვლება, „დამრი“ კი სანაპიროზე მძვინვარებს.
ჯერჯერობით მსხვერპლსა და დაზარალებულებზე ინფორმაციები არ ვრცელდება. დაახლოებით 300 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული ცზიანსუსა და ფუცზაინსუს პროვინციებიდან.
ჩინეთის ბევრი აეროპორტი დახურულია, მოსახლოებას SMS-ებით ატყობინებენ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ და აფრთხილებენ სახლები არ დატოვონ.
შანხაიში, რომელიც ორ ქარიშხალს შორის მოექცა ,გამოცხადებულია „ფორთხოხლისფერი საშიშროება-მესამე დონის საშიშროება.
ქარიშხალმა „საოლამ“, რომელიც სამი დღის წინ ფილიპინებს დაატყდა თავს, 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,ასობით კი დაშავდა, ტაივანში კი ქარიშხალს 6 ადამიანი ემსხვერპლა.