ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

სანდრო ბაზაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.