შპს

შპს "ბურჯის" ქონება აუქციონზე გაიყიდა

შპს "ბურჯის" ქონება აუქციონზე გაიყიდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, "ბურჯის" ქონებაზე დაინტერესება დიდი იყო და ინტერნეტ-აუქციონის მეშვეობით ქონების შესასყიდად რამდენიმე მომხმარებელი ვაჭრობდა.
ვინ იყიდა შპს "ბურჯის" ქონება ჯერჯერობით უცნობია. დამატებითი ინფორმაცია აუქციონის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. საწყისი ფასი იყო 5.153.831 ლარი და 50 თეთრი, თუმცა, ქონება უფრო ძვირად გაიყიდა.

შპს "ბურჯი" აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე, კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" შეღავათიანად ავტომობილების მიქირავებისათვის, ასევე, კოალიციის ოფისებით შეღავათიან ფასებში გარემონტებისათვის 10 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს. კომპანიამ ჯარიმის თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც ქონება დაყადაღდა და აუქციონზე გავიდა.