სახელმწიფო დაფინანსების განკარგვის წესი ცესკომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. შესაბამისად, გადაწყდა, რომ ცსკ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 29 მლნ ლარს დახარჯავს.
კომისიამ ასევე რამდენიმე ტექნიკური საკითხი დაამტკიცა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის კონკურსი დღესვე გამოცხადდა.
ცნობისთვის, დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ პირველი სხდომა გაიმართა. საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება.