დიდმა ბრიტანეთმა თავის თავზე აიღო მისია ისრაელი და თურქეთი შეარიგოს, რომელთა შორისაც უკმაყოფილებარამდენიმე წელია არსებობს. 2010 წლის 31 მაისს ისრაელმა თურქეთის „თავისუფლების ფლოტილიის“ აბორდაჟი მოახდინა.
სწორედ ლონდონის საშუალებით ცვლის თურქეთი და ისრაელი საკუთარ მოსაზრებებს მსოფლიოში არსებული პოლიტიკური მნიშვნელოვანი სიტუაციების შესახებ. გასულ კვირას თურქულ მხარეს ბენიამინ ნეთანიაჰუს რამდენიმე წერილი გადასცეს.
ანკარა და იერუსალიმი სირიაში არსებული ომის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბული ვითარების გამო, იძულებულები არიან გამონახონ საერთი ენა.
ბრიტანელებს ისრაელისა და თურქეთის შერიგებაში გერმანელი და ამერიკელი დეპლომატები ეხმარებიან.