საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი: ბეთქილ შუკვანის მარცხში მსაჯის ბრალი არაფერია

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი: ბეთქილ შუკვანის მარცხში მსაჯის ბრალი არაფერია

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლის ვანო მეკრავეიშვილის განცხადებით,  ბეთქილ შუკვანის მარცხში მსაჯის ბრალი არაფერია.

ამის შესახებ მეკრავეიშვილმა განცხადება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადების საპასუხოდ  გააკეთა,  რომლის  მიხედვითაც, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 1/32-ფინალში შუკვანსა და ფრანგ სოფიან მისულის შორის გამართულ ბრძოლაში მსაჯი შუკვანის მიმართ უსამართლოდ მოიქცა და მას საქართველოს დელეგაცია მსაჯის გადაწყვეტილების გასაჩივრებაში არ დაეხმარა.