"ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელმაც სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანზე ზეწოლაში დაადანაშაულა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა news.ge-სთან საუბრისას უარჰყო კოალიციისა და შუკვანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ამ ფაქტს ადგილი ვერ ექნებოდა, რადგან ოფიციალური დელეგაცია სასტუმროში იყო განთავსებული და არა ოლიმპიურ სოფელში.
„თამაშის დროს ტრიბუნაზე ვისხედით და ჩვენ რა უნდა გვექნა, ხმის ამოღება მხოლოდ მწვრთნელსა და ექიმს შეეძლოთ. მე ტატამზე ხომ არ ავვარდებოდი. თამაში, პრაქტიკულად მოგებული ჰქონდა რადგან დამთვრებამდე 5 წამი იყო დარჩენილი მას მხოლოდ დრო უნდა გაეყვანა, მაგრამ ბოლო წამებში იპონზე დააგდო მოწინააღმდეგემ“,-განცხადა ვარძელაშვილმა.სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სპორტსმენთან ყოველგვარ კონფლიქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ კონფლიქტის შემთხვევაში შუკვანი ოლიმპიადაზე ვერც მოხვდებოდა.
სამაგიეროდ, მინისტრი სპორტსმენს ქურდობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან ეს ფაქტი დამალა და შუკვანს ხელი დააფარა.
„რადგან ასეთ განცხადებებს აკეთებს ჩვენს მიმართ, არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ ახლა ვიტყვი: გერმანიაში ვიყავით ტურნირზე და ბეთქილ შუკვანმა ერთ-ერთ სპორტსმენთან ერთად მაღაზიიდან ნივთები მოიპარა, მაგრამ ხელი დავაფარე და არსად არ მითქვამს. მის მიმართ რომ აგრესია მქონოდა, ამას არ გავაკეთებდი,“ - ამბობს ვარძელაშვილი
საინტერეოა, როდესაც სახელმწიფო მოხელე ამ განცხადებას აკეთებს, აცნობიერებს თუ არა რომ იგი დანაშაულის თანამონაწილე ხდება, რადგან მან სპორტსმენს ხელი დააფარა და არ განაცხადა ჩადენილი ქურდობის შესახებ, თუ ამ შემთხვევაშიც შერჩევითი ქართული მართლმსაჯულება ამ ფაქტზე ყურადღებას არ გაამახვილებს და მხოლოდ მინისტრის „გულკეთილობას“ აღნიშნავს?
"ქართულმა ოცნებამ" სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
"ქართული ოცნების" განცხადებით, ოლიმპიადაზე მეორევე შეხვედრაზე დამარცხებული ბეთქილ შუკვანი თავის არშემდგარ გამარჯვებას ივანიშვილს უძღვნიდა. დამარცხების შემდეგ, შუკვანი დელეგაციის ნასვამ წევრებს ფანჯრიდან გაექცა.