კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ვოლსკი გავრცელებულ ინფორმაციას კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატების ჩანაცვლების შესახებ, ჩვეულებრივ სამუშაო პროცესს უწოდებს და აცხადებს, რომ აქ გასაკვირი და ტრაგიკული არაფერია.
„ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. თუ ვინმე შეიცვლება, შეიცვლება და მგონი, ნაწყენიც არავინ უნდა დარჩეს.
რაც შეეხება ლევან ჩოლოყაშვილის განცხადებას მაჟორიტარი დეპუტატების ჩანაცვლების მიზეზის ბატონ ბიძინა ივანიშვილის პათოლოგიურ ეჭვიანობასთან დაკავშირებას, შემიძლია გითხრათ, რომ ლევან ჩოლოყაშვილი ზუსტად ამას იტყოდა, რადგან მას მეტი არაფრის თქმა არ შეუძლია, ამასვე იტყოდა მიშა თავხელიძეც. ჩოლოყაშვილი არ იტყოდა იმას, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშო პროცესია და თუ აღმოჩნდა, რომ სხვა კანდიდატს მეტი შანსი აღმოაჩნდა, მისი ჩანაცვლებაც შეიძლება“,-აცხადებს ვოლსკი.