მიხეილ სააკაშვილი: ბათუმი ევროპული მასშტაბის საგანმანათლებლო ცენტრი უნდა გახდეს

მიხეილ სააკაშვილი: ბათუმი ევროპული მასშტაბის საგანმანათლებლო ცენტრი უნდა გახდეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა  დღეს ბათუმში დასაქმების სააგენტო დაათვალიერა, მუშაობის პროცესს გაეცნო და სააგენტოს თანამშრომლებსაც გაესაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, ადამიანების დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანია,  აუცილებელია სულ უფრო მეტი ადამიანი იყოს დაკავებული. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სულ მალე ბათუმში ამერიკული უნივერსიტეტი გაიხსნება,  ეს ქალაქს საშუალებას მისცემს ევროპული მასშტაბის საგანმანათლებლო ცენტრი გახდეს.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, არის სამუშაო ადგილები, სადაც კარგი კადრები სჭირდებათ, ამიტომ უნდა მოხდეს მოსახლეობის გადამზადება.